22:07 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ფსიქოლოგიური ტრავმა

როდის ჩნდება ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების საშიშროება

© Flickr/ FL/ Derrick Tyson
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4130

თუ ადამიანმა იცის, რა სიტუაციებში ჩნდება ყველაზე ხშირად ტრავმის მიღების საშიშროება, მეტი შესაძლებლობა ექნება, გაუმკლავდეს მას.

ადამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს თავის გამიჯვნას ვითარებისგან, რომელმაც ის ფსიქოლოგიურ ტრავმამდე მიიყვანა. სიტუაცია თითქოს ერწყმის მას და ადამიანს მისგან დაშორება და ამის გვერდიდან შეხედვა არ შეუძლია.

თუ ადამიანმა იცის, რა სიტუაციებში ჩნდება ყველაზე ხშირად ტრავმის მიღების საშიშროება, მეტი შესაძლებლობა ექნება, გაუმკლავდეს მას.

ტრავმა შეიძლება სამ ძირითად კატეგორიად დავყოთ:

1.    შოკური ტრავმა

ტრავმა ჩნდება მოულოდნელი მოვლენების შედეგად, რაც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს. ამ კატეგორიას განეკუთვნება ასევე ახლობელი ადამიანის მოულოდნელი სიკვდილი.

დამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს თავის გამიჯვნას ვითარებისგან, რომელმაც ის ფსიქოლოგიურ ტრავმამდე მიიყვანა
დამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს თავის გამიჯვნას ვითარებისგან, რომელმაც ის ფსიქოლოგიურ ტრავმამდე მიიყვანა

2.მწვავე ტრავმა

ხანმოკლე ზემოქმედებები — გამომდინარეობს ადრე მომხდარი ნეგატიური მოვლენებიდან. მაგალითად, მძიმედ კონფლიქტები, ხანგრძლივი ურთიერთობების დასრულება, სოციალური დამცირება და სხვა.

3.ქრონიკული ტრავმა

როდესაც ადამიანი ემოციურად არასასურველ სიტუაციაში დიდხანს იმყოფება. მაგალითად, ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც რთული ვითარებაა, ან ქორწინება, რომელსაც მორალური და ფიზიკური ძალადობა, დამცირება ახლავს თან.

ადამიანზე ფსიქიკური ტრავმის დამანგრეველი ძალა პიროვნებაზე მოვლენის ინდივიდუალურ მნიშვნელობაზეა დამოკიდებული, ადამიანის სტრესისა და არასასიამოვნო მოვლენებისადმი ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე, უნარზე, გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს, გარშემო მყოფებზე და დროულ დახმარებაზე.

რა შეიძლება იყოს ამ ტრავმების წყარო:

1.ოჯახური კონფლიქტები

მძიმე ავადმყოფობა, სიკვდილი, ოჯახის წევრის გარდაცვალება;

მშობლების განქორწინება;

ავტორიტეტული ადამიანების (მშობლების, ბებიის, ბაბუის) გადამეტებული მზრუნველობა;

ოჯახში ემოციური გაუცხოება;

მატერიალურ-ყოფითი პრობლემები.

ტრავმის წყარო შეიძლება ძლიერი შიშის განცდა გახდეს
ტრავმის წყარო შეიძლება ძლიერი შიშის განცდა გახდეს

2.უიღბლო ოჯახური ცხოვრება

უიღბლო სიყვარული ან მეგობრობა;

ღალატი, ეჭვიანობა;

სექსუალური პრობლემები;

მარტოობა;

რაიმე პირადი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა;

თვითდამკვიდრებისა და თვითგამოხატვისთვის შესაძლებლობების უქონლობა

3.კონფლიქტი ოჯახში მეუღლეებს შორის

ბრძოლა ლიდერობისთვის;

ღალატი, ეჭვიანობა;

სექსუალური დაუკმაყოფილებლობა;

ხასიათების შეუთავსებლობა;

ინტელექტუალური და სულიერი შეუთავსებლობა;

მძიმე დაავადება, ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილი;

კონფლიქტები სპირტიანი სასმელისადმი მიდრეკილების გამო

4.კონფლიქტური დამოკიდებულება ბავშვებთან

სისტემატური კონფლიქტები;

გაუცხოება;

პათოლოგიური მიდრეკილებები;

ასოციალური ქცევა

ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს სტიქიური უბედურებები, ავარიები
ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს სტიქიური უბედურებები, ავარიები

5.სამსახურებრივი ფსიქოლოგიური ტრავმის მომტანი გარემოებები

არამიმზიდველი სამუშაო;

უთანასწორობა, დაძაბულობა, არაობიექტური დატვირთვა;

კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან;

კონფლიქტი თანამშრომლებთან;

ხელფასით უკმაყოფილება;

მოულოდნელი გათავისუფლება, შემცირება, უმუშევრობის შიში

6.ემოციურ-შოკური დარტყმა

ძლიერი შიში;

ძალადობა, ცემა, მუქარა

ძარცვა და თავდასხმა;

სექსუალური ძალადობა;

ავარიები, სტიქიური უბედურებები;

ხანძარი

7.სხვა ფსიქოლოგიური ტრავმების გამომწვევი მდგომარეობები

სექსუალური წარუმატებლობა;

ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირების შემთხვევით შეჩერებაზე ფიქსაცია;

გამოცდები, საკონკურსო გასაუბრებები, დისერტაციების დაცვა და შედეგების ლოდინი განგაშის შეგრძნებით.

მთავარი თემები