22:09 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
სახსრების ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ცუდმა კვებამ, უმოძრაობამ, ან პირიქით - ფიზიკურმა შრომამ

სახსრების ტკივილის შემსუბუქების ხალხური მეთოდი

© Flickr/ FL/ Simon
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4520

თითოეულ ინგრედიენტს თავისი განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს, ერთად კი ადამიანის სახსრებზე მართლა ჯადოსნურ ეფექტს ახდენენ. სახსრების გარდა ეს რეცეპტი ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.

ადამიანთა უმრავლესობას ასაკის მატებასთან ერთად სახსრების ტკივილი აწუხებს. ეს შეიძლება გამოიწვიოს ცუდმა კვებამ, უმოძრაობამ, ან პირიქით — ფიზიკურმა დატვირთვამ.

მაგრამ თუ სახსრები ახალგაზრდას აწუხებს, ეს სახსრის სინოვიალური გარსის სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და სახსრის ხრტილის დარღვევაზე მიუთითებს.

ეს რეცეპტი ამ დაავადების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მაგრამ თუ ტკივილი უკვე გაწუხებთ, ის გაამაგრებს თქვენს სახსრებს და ამავე დროს უსიამოვნო შეგრძნებებს შეგიმსუბუქებთ.

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს სახსრების ტკივილი უძლიერდება
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს სახსრების ტკივილი უძლიერდება

ინგრედიენტები:

250 მილიგრამი ფორთოხლის წვენი

150 გრამი შვრია

200 მილიგრამი წყალი

1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი

300 გრამი ანანასი

20-30 გრამი თაფლი

50 გრამი ნუში

მომზადება

მოამზადეთ შვრიის ფაფა. რომ გაცივდება, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ბლენდერით გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღება

მიღებული მასა მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე, საუზმემდე 20 წუთით ადრე. კარგი იქნება, თუ ერთ ჭიქა წყალსაც მიიღებთ. ეს ორგანიზმს ამ ნარევის უკეთ ათვისებაში დაეხმარება.

თითოეულ ინგრედიენტს თავისი განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს, ერთად კი ადამიანის სახსრებზე მართლა ჯადოსნურ ეფექტს ახდენენ. გარდა სახსრებისა, ეს ფაფა ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.

თუ სახსრები გაწუხებთ, არ დაიზაროთ, მოამზადეთ ეს საშუალება და შედეგიც არ დააყოვნებს.

მთავარი თემები