ზემო ლარსი დღეს: ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების მოძრაობა აკრძალულია

გამოწერა
ამინდის გაუარესების გამო საქართველოს სამხედრო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურში.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თუმცა, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოხდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ტრანსპორტის აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0