01:48 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები

„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

© FB / Telasi
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
2801

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 30 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, III და IV მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შუალედში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მთავარი თემები