ჩინოვნიკების ხელფასები 10%-ით შემცირდება

© photo: Sputnikლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზრდება განათლებისა და ჯანდაცვიის სამინისტროების ბიუჯეტი, მაგრამ საბიუჯეტო ხარჯები, ძირითადად, შემცირდება.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ადმინისტრაციული ხარჯების, ასევე ჩინოვნიკების ხელფასების 10%-ით შემცირებას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჩინოვნიკების ხელფასები და პრემიები ოპოზიციის კრიტიკის საგანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკები, პირველ რიგში, საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ და არა ადამიანებზე.

„ჩვენ ვაპირებთ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი, ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლის მასწავლებლების ხელფასი 2017 წლიდან გაიზრდება

2017 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს და მისი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა პრიორიტეტული მიმართულება და გაიზრდება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ბიუჯეტები.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

ყველა ახალი ამბავი
0