01:53 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პაატა შეშელიძე -„ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს“ პრეზიდენტი.

შეშელიძე: რატომ არ არსებობს პურის სამინისტრო თუკი განათლების არსებობს...

FB/Paata Sheshelisze
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1810

ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოში სკოლები კერძო უნდა იყოს.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სკოლები კერძო უნდა იყოს, სწავლის პროცესში კი სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს  მიაჩნია — „ახალი ეკონომიკური სკოლა — საქართველოს“ პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს.

„დღეს ხომ არ გვაქვს სახელმწიფო პურის მაღაზიები. შევდივართ მარკეტში და იქ ამ პროდუქტის საკმაოდ დიდი არჩევანი გხვდება. შემდეგ ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებას თუ რომელ პურს მივანიჭოთ უპირატესობა. ზუსტად ანალოგიური სისტემა უნდა დაინერგოს სხვა მიმართულებითაც, განსაკუთრებით სკოლებში, სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ის აუცილებლად კერძო უნდა იყოს"-აღნიშნა პაატა შეშელიძემ. 

„ახალი ეკონომიკური სკოლა — საქართველოს“ პრეზიდენტის აზრით, არც განათლების სამინისტროს არსებობაა საჭირო.

„თუ განათლების სამინსიტრო არსებობს, მაშინ რატომ არ არსებობს პურის სამინისტრო?“ — იკითხა ექსპერტმა.

მისი თქმით, დღეს სკოლა იქნება ეს კერძო თუ საჯარო, ფაქტიურად ცენტრალური ხელისუფლების სურვილების შემსრულებელია განათლების სამინისტროს მეშვეობით.

„ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, მაშინ ეს სფერო ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, მით უმეტეს, რომ სასკოლო განათლების უახლესი ფინური მოდელის შედეგები — წიგნიერების ზოგადი მაღალი დონე — გამომდინარეობს მასწავლებლების თავისუფლებიდან მოერგონ მოსწავლეებს და მიაწოდონ ცოდნა მათთვის უფრო გასაგები და მოსახერხებელი გზით. თუმცა ფინურ მოდელს აირჩევენ თუ შაოლინურს, მშობლები გადაწყვეტენ. სკოლები კი მუდმივად შეეცდებიან საუკეთესო პრაქტიკა გამოიყენონ — სხვა გზით მოსწავლეს ვერ გააჩერებენ და შემოსავალსაც ვერ მიიღებენ» — აღნიშნა პაატა შეშელიძემ 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მორიგი აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმაში ჩართვისა და საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

ნატა პატარაია

მთავარი თემები