01:47 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ნახევარმთვარე მეჩეთზე

საქართველოს მუსლიმურ თემს 20 მეჩეთი გადაეცა

© Flickr / edward musiak
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

საქართველოში 250-ზე მეტი მეჩეთია, აქედან 150 მუსლიმურ თემს უკვე გადაეცა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მუსლიმურ თემს 20 მეჩეთი გადასცა, მათი უმრავლესობა დასავლეთ საქართველოშია.

ეს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხებს სწავლობს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმი და ებრაული თემების წარმომადგენლები.

საქართველოში 250-ზე მეტი მეჩეთია, აქედან 150 მუსლიმურ თემს უკვე გადაეცა.

მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენი მეჩეთების მუსლიმებისთვის გადაცემის საკითხზე.

მოსახლეობის ბოლო აღწერის მონაცემებით (2014 წლის 5-19 ნოემბერი), საქართველოში 398 677 მუსულმანი ცხოვრობს.

მთავარი თემები