საჩხერეში სინაგოგა ებრაულ თემს გადასცეს

© FB / Туризм в Сачхере სინაგოგა საჩხერეში
სინაგოგა საჩხერეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 19 სინაგოგაა, აქედან 17 ებრაულ თემს უკვე გადაეცა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ებრაულ თემს საჩხერის სინაგოგა გადასცა.

სინაგოგა - Sputnik საქართველო
„ისრაელი ჩვენთვის დედაა, საქართველო კი – დედა, რომელმაც ძუძუ გვაწოვა“

ეს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხებს სწავლობს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმი და ებრაული თემების წარმომადგენლები.

სააგენტოს ცნობით, საქართველოში 19 სინაგოგაა, აქედან 17 ებრაულ თემს უკვე გადაეცა. სინაგოგების უმეტესობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საქართველოში დაახლოებით სამი ათასი ებრაელი ცხოვრობს. მოსახლეობის ბოლო აღწერის მონაცემებით (2014 წლის 5-19 ნოემბერი), ქვეყნის 1300 მცხოვრები იუდაიზმის მიმდევარია.

ყველა ახალი ამბავი
0