ყოფილი პატიმრებისა და მსჯავრდებულ ქალთა „მადლიერების დღე“

ნაქარგებად ქცეული ნახატები
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პატიმარი ქალების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობანი: საეკლესიო ნივთები, ხატები, ნაქარგები, გობელენი.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ცენტრმა ყოფილი პატიმრებისა და №5 დაწესებულების მსჯავრდებული ქალების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.

გამოფენა საერთაშორისო ასოციაცია Georgia for Friends-ის ორგანიზებით 27 ნოემბერს „მადლიერების დღის“ ფარგლებში გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო პატიმარი ქალების მიერ შესრულებული სხვადასხვა ნაკეთობანი: საეკლესიო ნივთები, ხატები, ნაქარგები, გობელენი. გამოფენის სტუმართა შორის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მძივის თვლებისგან საუცხოოდ ნაქარგმა საფულეებმა, ჯვრებმა, სამკაულებმა.

© FB/ Georgia for Friendsყოფილი პატიმრებისა და №5 დაწესებულების პატიმარ ქალთა ნამუშევრები
ყოფილი პატიმრებისა და №5 დაწესებულების პატიმარ ქალთა ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ყოფილი პატიმრებისა და №5 დაწესებულების პატიმარ ქალთა ნამუშევრები

„გამოფენაზე წარმოდგენილია ყოფილი პატიმრების და დღევანდელი მსჯავრდებულების ნამუშევრები. ამ გამოფენის საშუალებით გვინდა საზოგადოებას დავანახოთ და გულთან ახლოს მივატანინოთ ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა“, — განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ ბასილაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რუსთავის ქალთა კოლონია - Sputnik საქართველო
დედაწართმეული შვილები, მავთულხლართების მიღმა სამყარო - უფალო, შეუნდე!

საღამო მშვიდ, ლამაზ და სასიამოვნო გარემოში წარიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სხვადასხვა ანსამბლი და მოწვეული სტუმრები. 

„გვინდა მადლიერება გამოვხატოთ მოწვეული სტუმრების მიმართ, მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც ციხეში გვერდით ედგა და ამხნევებდა მსჯავრდებულ ქალბატონებს, რათა არ დაკარგოდათ მომავლის იმედი. საჭიროა საზოგადოებამ კარგად გავიაზროთ რას ნიშნავს, რას გრძნობს პატიმარი, როცა ციხიდან გამოდის, როგორ უჭირს მას საზოგადოებაში ინტეგრაცია“, — განაცხადეს საერთაშორისო ასოციაცია Georgia for Friends-ში.

ყველა ახალი ამბავი
0