საქართველოს ათობით მოქალაქე თურქეთთან საზღვარზე გადასვლას ვერ ახერხებს

© Sputnik/Denis Aslanovსარფის საბაჟო გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარზე გადასვლას ცდილობენ, აღნიშნავენ, რომ თურქულ მხარეს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ათობით მოქალაქე უკვე თითქმის ერთი დღე-ღამეა, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის გამშვებ პუნქტზე გადასვლას ვერ ახერხებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საბაჟო–გამშვებ პუნქტ „სარფზე" დილიდან რიგებია იმის გამო, რომ თურქი მესაზღვრეები ადამიანთა მცირე რაოდენობას ატარებენ. არაოფიციალური მონაცემებით, თურქი მებაჟეები ვერ ამოწმებენ უცხოელების დოკუმენტებს, რადგან ახალ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. არსებული ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემები შეიქმნა თურქეთის ყველა საბაჟო პუნქტზე.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
სიტუაცია "სარფში": საქართველო-თურქეთის საზღვარზე ისევ რიგებია

„მათი სერვერი უცხოურ პასპორტებს არ ატარებს, შიდა ქსელი კი (თურქეთის მოქალაქეებისთვის) მოწესრიგებული აქვთ. ჩვენ მხარეს ყველაფერი წესრიგშია“, — განაცხადა რიგში მდგომმა საქართველოს მოქალაქემ.
როდის გადაწყდება პრობლემა, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0