საქართველოს პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშისაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქედან 114 მსჯავრდებული საპატიმროებს დატოვებს, ხოლო დანარჩენს სასჯელი შეუმსუბუქდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს 168 პატიმარი შეიწყალა. აქედან ექვსი — ქალია, განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების შესაბამისი აქტი გამოსცა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 168 მსჯავრდებული, რომელთაგან 6 ქალბატონია. შეწყალებულთაგან 114 პირი, მათ შორის, 4 ქალბატონი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენ 54 მსჯავრდებულს კი სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება შეფარდებული სასაჯელი“, — განაცხადა ქორიძემ.

სულ შეწყალების კომისიამ 1095 მსჯავრდებულის საქმე განიხილა, რის შემდეგ პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები გაუწია, აღნიშნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0