თუშეთში აეროდრომს ააშენებენ

© courtesy of Tusheti Municipalityთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი აეროდრომების მშენებლობას აპირებს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თუშეთის სოფელ ომალოში უახლოეს მომავალში აეროდრომის მშენებლობა დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოში ამჟამად ოთხი მოქმედი აეროპორტია. 2016 წლის პირველ ნახევარში ავიაკომპანიების მიერ რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 1,1 მლნ ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 21,3%-ით მეტია.

აეროდრომი ამბროლურში - Sputnik საქართველო
საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ახალი აეროდრომი გაიხსნა

„ჩვენი მიზანია, საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი, იმისთვის, რათა უპირველეს ყოვლისა ჩვენმა მოსახლეობამ და, რა თქმა უნდა, ტურისტებმა ისარგებლონ“, — განაცხადა პრემიერმა.

შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის სივრცობრივი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ეს მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს თუშეთს, რომელიც საქართველოს მარგალიტია თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით. ასევე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, — განაცხადა პრემიერმა.

აეროპორტი მესტიაში - Sputnik საქართველო
რაჭაში აეროდრომი აშენდება

კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და აეროპორტის მშენებლობა ომალოში უახლოეს მომავალში დაიწყება და დასრულდება.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალ აეროდრომზე რაჭაში, ამბროლაურში ტერმინალის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ახალი წლისთვის დასრულდება.

საქართველოში მოქმედი აეროპორტებია: რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და თამარ მეფის სახელობის მესტიის მცირე აეროპორტი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ავიამიმოსვლისთვის გამოიყენება.

ყველა ახალი ამბავი
0