„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 27 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის ზემო დასახლების, ლუბოვსკის, სანერგეს, ლისაშვილის, სანავარდოს, ზეკარის, სვირის, დარკვეთის, კიშინოვის, გეგუთის, ასურეთის, ბუგეულის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0