„კრწანისის“ ბაზაზე დაღუპულის ოჯახს საქმის გამოძიების დეტალებს გააცნობენ

© Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტრომ გაასაჯაროვა „კრწანისის“ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეპარული 23 წლის გიგა შენგელიას მკვლელობის ზოგიერთი დეტალი.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზადაა გუშაგის მიერ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მოკლული გიგა შენგელიას ოჯახს, საქმის დეტალები გააცნოს. 

გამოძიების მონაცემებით, 23 ოქტომბრის ღამეს, „კრწანისის“ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 3 ადამიანი შეიპარა. ისინი გუშაგმა დაინახა, რომელმაც თავდაპირველად ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა შემოპარულებს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა და ერთი მათგანი მოკლა. დანარჩენი ორი გაიქცა.

მოკლულის ოჯახმა ეჭვქვეშ დააყენა გუშაგის ქმედების მართებულება.

კრწანისის სამხედრო ბაზა - Sputnik საქართველო
მოკლული შენგელიას მამა მისი შვილის კრწანისის ბაზაზე ყოფნის მიზეზზე საუბრობს

„თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში ოჯახს მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი», — ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში

თავდაცვის სამინისტრო ასევე ასაჯაროებს მომხდარი ინციდენტის ზოგიერთ დეტალს.

შემთხვევა მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე. გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოში, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას. სწორედ შემოვლის დროს მან შენიშნა ბაზის შიგნით შესული უცხო პირები, რომლებიც სიტყვიერად გააფრთხილა შეჩერებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც  ერთ-ერთმა პირმა გუშაგს რკინის ცეცხლმაქრი ესროლა, მან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და  როდესაც დაინახა რომ ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა სროლა უცნობი პირების მიმართულებით. გუშაგმა ყველა ნორმის დაცვით, აბსოლუტური სიზუსტით იმოქმედა», — ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიცია აღმოაჩინა გაზის პისტოლეტი,  ღამის მაშუქი, მობილური ტელეფონი და რკინის ცეცხლმაქრი. რაც შეეხება მოკლულის სხეულს, იგი ბაზის მიღმა ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი გამოძიებას „კრწანისის“ ინციდენტზე ეჭვების გაქარწყლებისკენ მოუწოდებს
 

„რადგან სიბნელის გამო, გუშაგის მიერ არ არსებობდა ზუსტი ინფორმაცია უცნობი პირების შემდგომი გადაადგილების შესახებ, პირველ რიგში აუცილებელი იყო შიდა პერიმეტრზე განლაგებული შენობა-ნაგებობების და საცავების დათვალიერება. მას შემდეგ, რაც იქ არავინ აღმოჩნდა, ოპერატიულმა სამსახურმა ბაზის გარე პერიმეტრზე დაიწყო სამძებრო სამუშაოები და სწორედ იქ მოხდა გ.შ-ს ცხედრის აღმოჩენა», — ნათქვამია განცხადებაში.  

დაღუპული გიგა შენგელიას ოჯახს მომხდარის თავისი ვერსი აქვს. მოკლულის მამის, რომან შენგელიას თქმით, გიგა და მისი მეგობრები მეგობართან მიდიოდნენ და არავიზე თავდასხმას არ გეგმავდნენ. იგი აპირებს საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს. 

მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია პროკურატურის ზედამხედველობით იძიებს. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა", რაც თავისუფლების შეზღუდვით 5 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით ისჯება.

"კრწანისის" ცენტრის ბაზაზე 2015 წლის აგვისტოში წვრთნებისა და შეფასებების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი (JTEC) გახსნა. ამჟამად იქ შტაბის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან ქელიმ "კრწანისის" ცენტრზე თავდასხმას სახიფათო უწოდა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან ერთდ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმუშავებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0