ანტალიაში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

© photo : Milliyet.com.trთურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა
თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტალიის მერის ინფორმაციით, 10-12 ადამიანი დაზარალდა.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ანტალიაში მომხდარი აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

აფეთქება სამშაბათს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობასთან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე მოხდა. ანტალის მერმა მენდერეს ტიურელმა აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, 10-12 ადამიანი დაზარალდა.

მერმა დასძინა, რომ ტერაქტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, და აფეთქება, შესაძლოა, ავარიის შედეგად მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი ავტომობილი მთლიანად დაიწვა, სამი კი სერიოზულად დაზიანდა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამშაბათს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ანტალიის მერის მონაწილეობით ღონისძიება იყო დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0