ზემო ლარსი დღეს: უამინდობის გამო საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиზემო ლარსი
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0