2017 წელს თბილისში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები გაჩნდება

© facebook.com/CityHallofTbilisiდასუფთავების სამსახური
დასუფთავების სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები იმითაა მოსახერხებელი, რომ მათი დაცლა ყოველდღე არ არის საჭირო. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქუჩებზე, სადაც ინტენსიური საგზაო მოძრაობაა და მსხვილი სპეცტექნიკის მუშაობა „საცობებს“ ქმნის.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ 2017 წლიდან თბილისში დიდი ტევადობის ნაგვის მიწისქვეშა კონტეინერების დადგმას გეგმავს, რაც გააუმჯობესებს ქალაქში ჰიგიენის პირობებს.

ნაგვის მიწისქვეშა კონტეინერს შახტაში სპეციალური ლიფტით ჩაუშვებენ, ხოლო ზედაპირზე მხოლოდ ნაგვის მიმღები დარჩება, რომელიც ჩვეულებრივი პრინციპით იმუშავებს.

ნაგვის მანქანა - Sputnik საქართველო
თბილისს ნაგვის ახალი მანქანები მოემსახურება

„მიწისქვეშა კონტეინერების განთავსება გვინდა ისეთ ადგილებში, სადაც მჭიდრო მოძრაობა და პარკინგის პრობლემაა. ამ ნაგვის ურნების დაცლა ყოველი 2-3 საათის ნაცვლად 3-4 დღეში იქნება საჭირო. ეს მომავლის პროექტია და გვინდა, რომ მომავალი წლიდან განვახორციელოთ“, — განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ დავით დოლიძემ ტელეარხ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ამჟამად თბილისს ქალაქის დასუფთავებისთვის 290-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა ემსახურება.

გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფმა“ მთელ ქალაქში 10 ათასზე მეტი ნაგვის ახალი კონტეინერი დააყენა. ამჟამად თბილისში 18,9 ათასზე მეტი კონტეინერია.

ყველა ახალი ამბავი
0