ახალი ტრენდი მსოფლიო მოდაში: წინდები ფეხსაცმლის ზემოდან

© instagram.com/thenuvogueახალი ტრენდი
ახალი ტრენდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდა რომ ერთ ადგილზე არ დგას, საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა. ხშირად უცნაურ და გიჟურ იდეებსაც რომ ნერგავს, არც ესაა უცხო.

სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელები აჭრელებული იყო Monoboob Dress-ის, ანუ ცალმკერდმოშიშვლებული კაბების შესახებ მსჯელობა-განხილვებით, ახლა კი ინტერნეტს Sockboots, ანუ ფეხსაცმელებს ზემოდან ამოცმული წინდები იპყრობს.

 

მოდის თავგადაკლული მიმდევრები ერთმანეთის მიყოლებით ტვირთავენ ქსელში ვიდეო თუ ფოტო მასტერ-კლასებს, თუ როგორ შეიძლება დამზადდეს ჩვეულებრივი წინდების, მაკრატლისა და ფეხსაცმლისგან ორიგინალური მოდელი.

 

ბლოგერი ქალბატონები ირწმუნებიან: იმისთვის, რომ ვარსკვლავივით გეცვას, აუცილებელი არ არის ფეხსაცმელში უზარმაზარი თანხა გადაიხადო. საკმარისია რამდენიმე წყვილი ლამაზი წინდა და ყოველდღე ახალი ფეხსაცმელი გექნებათ.

 

 

ხოლო თუ ძველი ჯინსებიც შემოგრჩათ გარდერობში, შეგიძლიათ წლევანდელი შემოდგომის ყველაზე მოდური ტრენდიც მარტივად შექმნათ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0