ქართველ მეხანძრეებს პოლონელმა კოლეგებმა სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადასცეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადაეცა სასუნთქი აპარატი, კომპრესორი 330 ბარიანი შიდაწვის ძრავით, საჰაერო დამბერავი, რეზისტენტული ქიმიური ტანსაცმელი, აალებადი აირების და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამომცნობი აპარატი და სხვა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის „პოლონეთის დახმარება 2016“ ფარგლებში განხორციელდა

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
დაღუპული მაშველებისა და მეხანძრეების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ

ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონელმა კოლეგებმა საჩუქრად გადასცეს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა: სასუნთქი აპარატი, კომპრესორი 330 ბარიანი შიდაწვის ძრავით, საჰაერო დამბერავი, რეზისტენტული ქიმიური ტანსაცმელი, აალებადი აირების და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამომცნობი აპარატი, მულტი-გაზის და სხვადასხვა სახის ტოქსიკური ნივთიერებების დეტექტორი, ინფრაწითელი კამერა და სხვა.

დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, პროექტის „საქართველოში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში სპეციალიზებული შველის განვითარება" ფარგლებში, პოლონელმა ექსპერტებმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის ტრენინგები ჩაატარეს, რომელიც ხელს შეუწყობს სამაშველო ოპერაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას.


ყველა ახალი ამბავი
0