შსს პირობას დებს, რომ არჩევნებზე წესრიგს უზრუნველყოფს

© сайт МВД Грузииშალვა ხუციშვილი
შალვა ხუციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს, რომ გამეორებითი რჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. პოლიცია პასუხს აგებს როგორც კენჭისყრის, ისე ხმების დათვლის პროცესზე, განაცხადა საქართველოს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ქვეყნის ორი რეგიონის ოთხ საარჩევნო უბანში მიმდინარე გამეორებითი არჩევნების თაობაზე. 

გამეორებითი არჩევნები მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.

საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
რიგ უბნებზე განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ განმეორებითი არჩევნები ჩაივლის მშვიდ გარემოში და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. წინა პროცესისგან განსხვავებით, აქ უკვე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხმების დათვლის პროცესსაც. პოლიცია დაიცავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას“, – განაცხადა ხუციშილმ ტელეარხ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. გამეორებითი არჩევნები სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი. ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე არჩევნები საარჩევნო უბნის მიმდებარედ არეულობის გამო შეწყდა, ხოლო ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნები ხმების დათვლის დროს დაარბიეს.

ყველა ახალი ამბავი
0