16:12 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
სასამართლო

ანგარიშსწორება ტრანსგენდერზე თბილისში - დამნაშავე გისოსებს მიღმაა

© Sputnik/ Максим Богодвид
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

სასამართლომ უარი თქვა გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა თბილისში, ორთაჭალის რაიონში ტრანსგენდერზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც ეჭვმიტანილია ტრანსგენდერ ზურაბ (ზიზი) შეყილაძის მკვლელობის მცდელობაში. 

შეყილაძე გასულ კვირას სცემეს და დაჭრეს ორთაჭალაში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადავ დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. 

მურჯიკნელი 16 ოქტომბერს დააკავეს წინაწარი განზრახვით მკვლელობის  მცდელობის ბრალდებით. მურჯიკნელმა სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ 1000 ლარის გადახდა შესთავაზა, მაგრამ მას უარი ეთქვა. 

გამოძიების მტკიცებით, კამათი მურჯიკნელსა და შეყილაძეს შორის ვინმე მზია თოდაშვილის გამო დაიწყო, რომელიც სექს-მუშაკია. მურჯიკნელი შეყილაძეს სთხოვდა ნება დაერთო თოდაშვილისთვის ორთაჭალის რაიონში სექს-მუშაკად ემუშავა. ორივე მხარე ნასვამი იყო და მათი კამათი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ის, რომ მურჯიკნელმა შეყილაძეს თავში ბეტონის ფილა ჩაარტყა, მერე ყელის არეში დაჭრა და მერე ისევ ფილა ჩაარტყა. 

სასამართლოზე გაირკვა, რომ მურჯიკნელი და შეყილაძე 2011 წლიდან იცნობდნენ ერთმანეთს და რომ ისინი ერთი და იგივე ციხეში იხდიდნენ სასჯელს. პროკურორის თქმით, მურჯიკნელმა დიდი ხნის წინ იცოდა, რომ შეყილაძე ტრანსგენდერი იყო. 

პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმება  ლგბტ უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი ამტკიცებენ, რომ საქმეს უნდა მიენიჭოს გენდერული იდენტობის მოტივზე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია. 

ამასთან, რამდენიმე ტრანსგენდერმა თბილისის სასამართლოსთან, სადაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა,  საპროტესტო აქცია გამართა. „ქალ ტრანგერდერთა მხარდაჭრის ცენტრი“ ამტკიცებს, რომ მათ აქვთ იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ დაზარალებული ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე დახმარებას სთხოვდა პოლიციას, თუმცა სამართალდამცავებმა მისი თხოვნა ყურად არ იღეს. უფლებათადამცველები აპირებენ თავიანთი მტკიცებულებები პროკურატურას გადასცენ და თუ შესაბამისი ორგანოები სამი დღის განმავლობაში შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. 

ტრანგენდერი — ადამიანი რომელიც თავის თავს საპირისპირო სქესთან აიგივებს.


მთავარი თემები