16:09 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
დაბადების დღის ტორტი

საიდან მოდის დაბადების დღეზე ტორტზე სანთლების ჩაქრობის ტრადიცია

© FL/Stuart Caie
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
65860

როგორც წესი, ყველა სადღესასწაულო ტრადიცია უძველეს რიტუალებს ეფუძნება. ამის ნათელი მაგალითია მთელ მსოფლიოში ფეხმოკიდებული ტრადიცია: დაბადების დღეს ტორტზე სანთლების დანთება და მერე მათი ჩაქრობა სურვილის ჩაფიქრების თანხლებით.

დაფიქრებულხართ ოდესმე, რატომ იქცევიან ასე პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სხვადასხვა კულტურებისა და რელიგიის მქონე ხალხები?

თურმე მსგავსი ტრადიცია ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს ჰქონიათ. ნადირობისა და მთვარის ქალღმერთის, არტემიდასადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე ბერძნები მრგვალ ღვეზელებს აცხობდნენ, ზედ სანთლებს ანთებდნენ და ასე უტოვებდნენ ძღვენს ტაძრებში ქალღმერთს.

არტემიდასადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე ბერძნები ღვეზელებს აცხობდნენ და ზედ სანთლებს ანთებდნენ.
არტემიდასადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე ბერძნები ღვეზელებს აცხობდნენ და ზედ სანთლებს ანთებდნენ.

მრგვალი ღვეზელი მთვარის სიმბოლო იყო, ხოლო დანთებული სანთლები — მთვარის შუქისა. ძველი ბერძნების რწმენით, სანთლების კვამლს ღმერთებამდე ადამიანების სათხოვარი მიჰქონდა.

საუკუნეების შემდეგ, უკვე XVIII საუკუნეში მსგავსმა ტრადიციამ გერმანიაში მოიკიდა ფეხი. ბავშვების დაბადების დღეებზე გერმანელები ტორტს აცხობდნენ, ზედ სანთლებს ამაგრებდნენ, ანთებდნენ მათ და საღამომდე გამოსაჩენ ადგილას დებდნენ. სანთელი ბავშვის ასაკზე ერთით მეტი უნდა ყოფილიყო — მომავლის სიმბოლოდ. ჩამწვარ სანთელს ახლით ცვლიდნენ და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დღე არ მიილეოდა.

ბავშვები სურვილს ჩაუთქვამენ, ტორტზე დანთებულ სანთლებს აქრობენ და კვამლს ღმერთთან ატანენ ოცნებას
ბავშვები სურვილს ჩაუთქვამენ, ტორტზე დანთებულ სანთლებს აქრობენ და კვამლს ღმერთთან ატანენ ოცნებას

საღამოს იუბილარი ბავშვი სურვილს ჩაუთქვამდა და სანთლებს აქრობდა, ანუ სათხოვარს სანთლების კვამლს ატანდა ღმერთთან.

მოგვიანებით ტრადიცია გერმანიიდან ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და დღეს სწორედ ასე აღნიშნავენ დაბადების დღეს მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკის ადამიანები. 

მთავარი თემები