16:09 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ბიძინა ივანიშვილი

ასტროლოგი: ივანიშვილს წარმატება ელოდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

ასტროლოგი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, ურჩევნია, წელიწადნახევარი ჩრდილში იყოს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს წარმატება ელოდება.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, ვარსკვლავები მის მიმართ აშკარად ნეგატიურად არიან განწყობილი.

„მიხეილ სააკაშვილ ახლა ძალზე მძიმე მდგომარეობაშია, მშვილდოსნებს ახლა ძალიან უჭირთ. ეს მის პარტიაზეც აისახება. ბიძინა ივანიშვილი — პირიქით. ის მაიმუნის წელიწადსაა დაბადებული და ახლა მაიმუნის წელია — ძალიან ეფექტური დრო. ამიტომ მისი გუნდი, უპირობოდ, პირველ ადგილზე გავა და ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდება“, — განაცხადა ცაგარელმა.

მან სააკაშვილს წელიწადნახევარი დასვენება ურჩია.

„მათთვის (მშვილდოსნებისთვის) კარმული გამოცდების ძალიან სერიოზული პერიოდია, და რაც უფრო ჩრდილში იქნებიან ახლა, მით უკეთესი მათთვის. წელიწადნახევარში მათი დრო დაიწყება“, — აღნიშნა ცაგარელმა.

ასტროლოგი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით გამარჯვებული მმართველი პარტია იქნება.

მთავარი თემები