16:13 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ხანდახან უძილო ღამეები ჩვეულებრივი მოვლენა ხდება ჩვენს ცხოვრებაში

უძილობის საფრთხეები

© FL/ Feliciano Guimarães
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
3840

ხანდახან ისე ხდება, რომ უძილო ღამეები ჩვეულებრივი მოვლენა ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ზოგჯერ ეს ჩვენგან დამოუკიდებელ ცხოვრებისეულ მოვლენებს უკავშირდება, ხანდახან კი ჩვენი არჩევანია. მაგრამ რამდენად გვაქვს გააზრებული უძილობის შედეგები, რა სახით შეიძლება აისახოს ის ჩვენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე?

რა შეიძლება გამოიწვიოს უძილობამ:

კვლევები აჩვენებს, რომ ძალიან ხანმოკლე ძილმა გულის იშემიური დაავადების რისკი შეიძლება გაზარდოს. დღე–ღამეში 5 საათზე ნაკლები ძილი, შესაძლოა, გულის შეტევის მიზეზი გახდეს. ეს მაჩვენებელი ამ ადამიანებში თითქმის ორჯერ მეტია იმათთან შედარებით, ვისაც უფრო მეტხანს სძინავს. 

ძილის იდეალური დროის განსაზღვრისთვის, რომელიც ადამიანს სჭირდება, კვირის განმავლობაში ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე დაწექით დასაძინებლად. თუ სადილისთვის თავს კვლავ დაღლილად გრძნობთ, კიდევ 15 წუთი მიუმატეთ და ასე განაგრძეთ, სანამ თავს დასვენებულად და ენერგიულად არ იგრძნობთ.

  • წონის მატება

უძილობა მეტაბოლიზმს არღვევს და სერიოზულ საბოტაჟს უწყობს იდეალური წონის შენარჩუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ცხიმოვანი უჯრედები გამოყოფენ ჰორმონ ლეპტინს, რომელიც სხეულს ამცნობს, რამდენი პოტენციური ენერგია შეინარჩუნა.

მათემატიკოსი სტუდენტები, რომლებსაც 8 საათი ეძინათ, ამოცანებს 3–ჯერ უფრო სწრაფად ხსნიან, ვიდრე გამოუძინებელი სტუდენტები
მათემატიკოსი სტუდენტები, რომლებსაც 8 საათი ეძინათ, ამოცანებს 3–ჯერ უფრო სწრაფად ხსნიან, ვიდრე გამოუძინებელი სტუდენტები

რამდენადაც ლეპტინის გამომუშავება თავის პიკს ღამით აღწევს, როდესაც გძინავთ, უძილობას ჰორმონის გამოყოფის დონის დარღვევა შეუძლია. შედეგად, თქვენს სხეულს წარმოდგენა არა აქვს, რამდენი ენერგია შეინარჩუნა. ამგვარად სხეული, იმის ნაცვლად, რომ ცხიმი დაწვას, აგროვებს მას.

  • ლიბიდოს დაქვეითება

როგორც მინესოტის უნივერსიტეტის უროლოგიური ქირურგიის მასწავლებელი ჯონ ლ. პრაიორი აცხადებს, „უძილობამ, შესაძლოა, სქესობრივი დისფუნქციის რისკის გაზრდა გამოიწვიოს“. თუ ცოტა გძინავთ, ტესტოსტერონის დონე მკვეთრად ეცემა, ეს კი სქესობრივ ურთიერთობას ხელს უშლის. ლიბიდოს დაქვეითება საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვას ამცირებს. ამის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ, გამოიძინეთ.

  • იმუნური სისტემის შესუსტება

აშშ-ის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული იყო მოხსენება, სადაც ასეთი შედეგი იყო წარმოდგენილი: 11 გამოუძინებელ, მაგრამ ჯანმრთელ მამაკაცს გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა, შედეგად, მათ იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ანტისხეულების მხოლოდ ნახევარი მიიღეს იმ ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებმაც კარგად გამოიძინეს.

თუ საკმარისი დროის განმავლობაში არ გძინავთ, სწავლის პროცესი, უბრალოდ, არ მიმდინარეობს
თუ საკმარისი დროის განმავლობაში არ გძინავთ, სწავლის პროცესი, უბრალოდ, არ მიმდინარეობს
  • ტრავმების რისკის ზრდა

გაღვიძების შემდეგ ხერხემალი თანდათანობით დატვირთეთ. ივარჯიშეთ გაღვიძებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. საუკეთესო დრო ამისთვის 17-დან 19 საათამდეა. სამუშაოს შემდეგ ვარჯიშის შემთხვევაში უფრო ყურადღებიანი იქნებით, არ მიიღებთ სამწუხარო ტრავმებს, ამასთან, ღამით უკეთ დაიძინებთ.

  • გონებრივი შენელება

დღის განმავლობაში მიღებული მონაცემების დამუშავება და მისი გაცნობიერებულ ცოდნაში გადატანა ძილის დროს ხდება. Salk–ის ინსტიტუტის ფილოსოფიის დოქტორი, ნეირობიოლოგი სარა მედნიკი აცხადებს: „ვიზუალური აღქმის, მოტორული ჩვევებისა და შემოქმედებითი ამოცანების საფუძველზე გაკეთებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ საკმარისი დროის განმავლობაში არ გძინავთ, სწავლის პროცესი, უბრალოდ, არ მიმდინარეობს“.

მასალის შესწავლის შემდეგ ძილი ინფორმაციის უფრო ადვილად დამახსოვრებაში გვეხმარება
მასალის შესწავლის შემდეგ ძილი ინფორმაციის უფრო ადვილად დამახსოვრებაში გვეხმარება

ასევე, ცნობილია, რომ უძილობა გონებრივ საქმიანობას ასუსტებს თითქმის ისევე, როგორც ალკოჰოლის მოქმედება.

გერმანული კვლევების თანახმად, ასევე ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ძილი ენობრივი უნარების შეძენას აუმჯობესებს. პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევები კი ადასტურებს, რომ მასალის შესწავლის შემდეგ ძილი, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმესაათიანი, ინფორმაციის უფრო ადვილად დამახსოვრებაში გვეხმარება.

მთავარი თემები