16:12 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
სატვირთო ავტომანქანები სამხედრო გზაზე

ზემო ლარსი დღეს: მოძრაობა საქართველო–რუსეთის საზღვრის მიმართულებით შეზღუდულია

© Sputnik/ Александр Имедашвили
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

საქართველოს მოთოვლილ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 17 ოქტომბრი – Sputnik. საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ასევე, დიდთოვლობის გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე.

კერძოდ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 18–72 კმ მონაკვეთზე, ხოლო აღნიშნული გზის 1–17 კმ მონაკვეთზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

მთავარი თემები