16:14 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პროერქტ ნიჭიერის ჟიური

პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა ტელეშოუ „ნიჭიერში“ მიიღებს მონაწილეობას

© FB / "Ничиери"
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
187 0 0

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი გახდა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ქალბატონი მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის მეუღლის თქმით, ტელეშოუს ჟიურის წევრობა მისთვის უჩვეულო საქმეა და ამიტომ, ცოტა არ იყოს, ინერვიულა კიდეც.

„ძალიან ვღელავდი, მართალი რომ გითხრათ, იმიტომ რომ უჩვეულო ამპლუაა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბუნებრივად შევდივარ ყველასთან კონტაქტში და არ მაქვს ბარიერი, რაღაცნაირად ძალიან ორგანული გახდა პირველივე ნომრიდან… სანამ შევიდოდი დარბაზში მანამდე ცოტა ვინერვიულე, მქონდა გარკვეული ღელვა, მაგრამ ძალიან სწრაფად მომეხსნა“, — განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

პრეზიდენტის მეუღლის გარდა ჟიურის შემადგენლობაში ასევე შევიდნენ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მსახიობი რუსკა მაყაშვილი და არხის წამყვანი ზაალ უდუმაშვილი.

„ნიჭიერის“ წამყვანები კვლავ მსახიობები ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე იქნებიან.

„ნიჭიერის“ მეშვიდე სეზონი 21 ნოემბერს დაიწყება.

მთავარი თემები