ვენერიული დაავადებების მხრივ საქართველოში აჭარა ლიდერობს

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმას უკავშირებს, რომ აჭარა საკურორტო რეგიონია, სადაც ტურისტების დიდი რაოდენობა ჩადის.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონებს შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, რაც შეიძლება ტურიზმის ფაქტორით იყოს განპირობებული, მიიჩნევს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა 2016 წლის 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,5%-ით გაიზარდა. იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში რეგიონს 122268 ტურისტი ეწვია, მათ შორის 79431 — უცხოელი.

„ამ ტიპის დაავადებები სწორედ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორთან არის დაკავშირებული, რასაც ტურიზმის ფაქტორი ჰქვია; რადგან აჭარის რეგიონი საქართველოს მთავარი ტურისტული რეგიონია, ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება, სწორედ ეს იყოს“, — განაცხადა გამყრელიძემ ტელემაყურებლის კითხვაზე პასუხისას ტოკ-შოუში „ჩემი კითხვა“.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ტურისტების რაოდენობა იზრდება

მისი განცხადებით, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ძალიან ბევრია და, რაც მთავარია, ეს დაავადებები ხელს უწობს სხვა სერიოზული დაავადებების განვითარებას.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჯერჯერობით ვერ მოგვარდა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების აღრიცხვა იმ დონეზე, როგორც ამას მთავრობა აივ-ინფიცირების, ჰეპატიტისა და ტუბერკულიოზის შემთხვევაში აწარმოებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო სისტემატიზებულია ვენერიული დაავადებების მქონე პაციენტების რეგისტრაცია და ესეც შეიძლება იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რეგიონი რაოდენობრივ თანაფარდობაში გამორჩეულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით 2017 წელს ცენტრი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, რიგი ღონისძიებების განხორციელებას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0