საქართველოში ბავშვების 4,2% მუშაობს

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები მინდორში მუშაობენ
ბავშვები მინდორში მუშაობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კვლევამ უარყო ექსპერტების მტკიცება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ბავშვების 20-25% მუშაობს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების 4,2% მუშაობს, აღნიშნულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კვლევა ჩაატარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

„მრავალი წლის განმავლობაში, სანამ ეს კვლევა ჩატარდებოდა, ექსპერტთა სხვადასხვა მოსაზრება არსებობდა. ამბობდნენ, რომ ასეთი ბავშვები 20-25% იყო, ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელია და ეს ქვეყანას განვითარებაში უშლიდა ხელს… აუცილებელი იყო კვლევა და ნახვა, როგორია რეალური სურათი. ვნახეთ, რომ კარგი მაჩვენებელი გვაქვს“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ.

ასფალტის დაგება - Sputnik საქართველო
საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა

კვლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ მთავრობამ მომავლის გეგმები დასახოს, თუ როგორ უნდა განვითარდნენ ბავშვები პროფესიული კუთხით, არამედ ინვესტორების კუთხითაც, რომლებიც ხშირად ხედავენ, რამდენი ბავშვია ქვეყანაში იძულებული, იმუშაოს.

„რა თქმა უნდა, ეს იდეალური მაჩვენებელი არ არის, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისი კარგი გვაქვს“, — აღნიშნა კვარაცხელიამ.

სპეციალისტებმა საქართველოში დაახლოებით 7,7 ათასი საოჯახო მეურნეობა შეისწავლეს. მშრომელი ბავშვების საერთო რაოდენობიდან ბიჭების რაოდენობა გოგონებისას სამჯერ აღემატება.

კვლევის თანახმად, აზიის, ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის რეგიონისა და აფრიკის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ყველა ახალი ამბავი
0