კინჩხის ჩანჩქერთან ვიზიტორებისთვის ცენტრს ააშენებენ

გამოწერა
გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ოკაცეს კანიონში დიდი რაოდენობის ტურისტის მოზიდვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ოკაცეს კანიონში, კინჩხის ჩანჩქერთან ვიზიტორებისთვის ცენტრს და სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურას ააშენებენ, აღნიშნულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კინჩხის ჩანჩქერი ორი საფეხურისგან შედგება და მდინარე ოკაცეში ჩაედინება. ის 1020 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. წყალვარდნის ადგილზე პატარა ტბაა წარმოქმნილი.

გუშინ ოკაცეს კანიონს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეწვია. მან მოინახულა ახალი საგამოფენო დარბაზი და ადგილობრივ მოსახლეობასა და მონადირეებს შეხვდა.

აგულაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოკაცეს კანიონში დიდი რაოდენობის ტურისტის მოზიდვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

ყველა ახალი ამბავი
0