ქართველმა სამხედროებმა ახალი ბინები მიიღეს

© FB / Ministry of Defence of Georgiaახალი ბინები ჯარისკაცებისთვის
ახალი ბინები ჯარისკაცებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან იზორიას თქმით, მომავალში კიდევ 270 სამედრო მოსამსახურისთვის იგეგმება ბინების გადაცემა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების 90 მოსამსახურეს ახალი ბინები გადასცა თბილისის სამხედრო ქალაქში, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ახალწვეულები - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო გაწვევის გაუქმების საკითხს სწავლობს

ბინების განაწილება კენჭისყრით განხორციელდა. მინისტრმა პირადად გადასცა გასაღებები პირველ ათ სამხედროს და მობინადრეებს საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა. 

„ერთ-ერთ პრიორიტეტად ვსახავთ, რომ სამხედრო მოსამსახურეებს სოციალური პირობები ჰქონდეთ მაქსიმალურად ისეთი, რომ ღირსეულად განახორციელონ საკუთარი სამსახური. ეს ხალხი არის ყველაზე მეტად დასაფასებელი სახელმწიფოს მხრიდან, აღებული აქვთ, მართლაც, უდიდესი პასუხისმგელობა როგორც ქვეყნის, ისე ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ამიტომ, პროცესები, სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, დამოკიდებული იქნება იმ შესაძლებლობებზე, რაც ბიუჯეტით იქნება განსაზღვრული და, ამ შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ მათთვის“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიას თქმით, მომავალში კიდევ 270 სამედრო მოსამსახურისთვის იგეგმება ბინების გადაცემა.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში სახელმწიფოსგან ბინას კიდევ 177 დევნილი ოჯახი მიიღებს

თავდაცვის მინისტრის 2014 წლის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ,  გადაწყვეტილების მიღების დროს 2014 წლის 4 აპრილისა და 2016 წლის 26 ივნისის ბრძანებებში განსაზღვრული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა.

ამ ეტაპზე კომისიამ საცხოვრებელი ფართით ის პირები დააკმაყოფილა, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი. რადგან გასანაწილებელი ბინების რაოდენობა შეადგენდა 90-ს, კომისიამ ამ ეტაპზე 1019 კაციდან პირველი 400 პირის მონაცემი დაამუშავა და 90 პირი შეარჩია.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო ქალაქის ახალ მობინადრეებს შორის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე შვილი ჰყავს, ხოლო სამს —ოთხი და მეტი შვილი.

შეგახსენებთ: საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელი ბინით (არაუმეტეს 40 კვ.მ) დაკმაყოფილების ვალდებულება გააჩნდა 2045 ფიზიკურ პირთან, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს კონტრაქტი. თავდაცვის სამინისტრომ ვალდებულება უკვე შეასრულა 996 პირთან. რეკომენდაციებისა და შუამდგომლობების შესრულების შემდეგ, ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს დარჩება 930 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურესთან.

ყველა ახალი ამბავი
0