ლენტეხში ახალი საავადმყოფო გაიხსნება

© Photo by press-service of Government of Georgiaმშენებარე საავადმყოფო ლენტეხში
მშენებარე საავადმყოფო ლენტეხში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავადმყოფოში ყველა სახის, მათ შორის გადაუდებელი დახმარების მიღება იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლენტეხში წლის ბოლომდე ახალი საავადმყოფო გაიხსნება, რომლის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ხუთშაბათს სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გაეცნო.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა

კლინიკაში ძირითადად ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი დასაქმდება, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები და კლინიკის ამოქმედებამდე თითოეული მათგანი გაივლის სპეციალურ გადამზადებას.

საავადმყოფო მოსახლეობას ყველა სახის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს, მათ შორის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში — ლენტეხის კლინიკა ჩართულია ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამით მოსარგებლე ლენტეხელებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ მიიღონ როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0