პრემიერმა სასწავლებლად უცხოეთში მიმავალი სტუდენტები დაარიგა

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე
გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაური შეხვდა სტუდენტებს, რომლებმაც კონკურსის შედეგად საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით სწავლაზე სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20 ქართველ სტუდენტს შეხვდა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს.

შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ვერანდაზე გაიმართა. სტიპენდიების პროგრამა უცხოეთში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლებას ითვალისწინებს.

მათემატიკური ამოცანის ამოხსნა - Sputnik საქართველო
თბილისელი სტუდენტები ნიუტონის კანონს დაუპირისპირდებიან

პირი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებს, ვალდებულია დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ და შესაბამის სფეროში სამი წლის განმავლობაში იმუშაოს.

პრემიერის აზრით, ხელისუფლებამ სწორად გადაწყვიტა, როდესაც სტუდენტებს უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის ვალდებულება მოუხსნა.

„თუმცა, ჩვენ საჯარო სექტორში თითოეულ თქვენგანს მივესალმებით. უბრალოდ, არ გვინდოდა, ეს ვალდებულება ყოფილიყო, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორში დაბრუნების შემთხვევაშიც თქვენ შექმნით მნიშვნელოვან ფასეულობას ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს არის ასევე დიდი გამოწვევა თქვენ ცხოვრებაში, რომელსაც ძალიან დიდი წარმატებით გაართმევთ თავს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ჯეჯელავა: უმაღლესი განათლება საყოველთაო არ უნდა იყოს

პრემიერმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს, გაუზიარა მათ უცხოეთში სწავლის საკუთარი გამოცდილება და მათ, შემდგომი ურთიერთობებისთვის, თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართი მისცა.

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ლევან ბატიაშვილი გამოვიდა წინადადებით, იმ სტუდენტებმა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, სადოქტორო ნაშრომის თემად საქართველო აირჩიონ.

„ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ როგორც ინფორმაციის წვდომის, ისე ადამიანური რესურსის დახმარების თვალსაზრისით“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტში - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი „ვალებში გადავარდა“, რათა ამერიკელებისთვის „სუხიშვილები“ ეჩვენებინა

წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ 134 სტუდენტის სწავლა დააფინანსა. ამისთვის 5,5 მლნ ლარი გამოიყო.

განათლების საერთაშორისო ცენტრი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია საერთაშორისო სტანდარტისა და კვალიფიკაციის პროფესიონალების მომზადება, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის ხელმისაწვდომობა.

გასულ წელს კონკურსის საფუძველზე 115 სტუდენტის სწავლა დაფინანსდა. სტუდენტების კონკურსი სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე მოწმდება დოკუმენტაცია და განაცხადები, მეორეზე სპეციალური კომისია კონკურსანტების ელექტრონულ განაცხადებს აფასებს და მათ ქულებს ანიჭებს (მაქსიმუმია 60 ქულა), მესამე ეტაპზე გასული სტუდენტები გასაუბრებას გადიან.

ყველა ახალი ამბავი
0