აბიტურიენტთა საყურადღებოდ: იწურება პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა

გამოწერა
დღეს, დღის ბოლოს ასევე იწურება გამოცდების შედეგების გასაჩივრების ვადა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, 11 აგვისტოს 18:00 საათამდე კიდევ შეუძლიათ შეცვალონ მანამდე არჩეული ფაკულტეტი, ნათქვამია გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

საგამოცდო სესია - Sputnik საქართველო
ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტთა 16%-მა ვერ ჩააბარა

გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გამოიჩინონ ყურადღება: საიტებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge განთავსებულ სარეიტინგო ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შემდეგ მათ აუცილებლად უნდა მიიღონ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეტანილი ცვლილებები არ დაფიქსირდება.

დღეს, დღის ბოლოს ასევე იწურება გამოცდების შედეგების გასაჩივრების ვადა.

სააპელაციო სარჩელის ღირებულება 50 ლარია. თუ კომისია აბიტურიენტს ქულათა რაოდენობას მის სასარგებლოდ შეუცვლის, თანხა უკან დაუბრუნდება.

© Sputnik / Maria Tsimintiaერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქცევის წესები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქცევის წესები - Sputnik საქართველო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქცევის წესები

 

ყველა ახალი ამბავი
0