დღეს ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ჰეპატიტის ლიკვიდაციის გეგმა აქვს მომზადებული.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაბეჯითებით მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ გაატარონ ზომები ჰეპატიტის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და ხელი შეუწყონ დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე წვდომას, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პაციენტთა 83% განიკურნა

დღეს, 28 ივლისს ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2016 წლის სლოგანია – „იცოდე ჰეპატიტზე, იმოქმედე დაუყოვნებლივ!“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად მხოლოდ ყოველმა მეოცე ინფიცირებულმა იცის, რომ დაავადებულია, ხოლო ასიდან მხოლოდ ერთი მკურნალობს.

„მსოფლიო, თავისდა საუბედუროდ, დიდი ხანია ყურადღების მიღმა ტოვებს ჰეპატიტს. მოვიდა დრო ჰეპატიტთან გლობალური ბრძოლისთვის ძალების მობილიზებისა იმავე მასშტაბებით, რა მასშტაბითაც ეს სხვა ინფექციური დაავადებების — შიდსისა და ტუბერკულოზის მიმართ გაკეთდა“, — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა მარგარეტ ჩენმა.

მსოფლიოში ჰეპატიტის B და С ტიპებით 400 მლნ ადამიანია დაავადებული, რაც 10-ჯერ აჭარბებს შიდსით დაავადებულთა რაოდენობას. 2013 წლის მონაცემებით, ჰეპატიტს 1,45 მლნ ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1990 წელს ეს მაჩვენებელი 1 მლნ-ზე ნაკლები იყო.

2016 წლის მაისში გამართულ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე 194-მა ქვეყანამ დაამტკიცა ვირუსული ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური და ისტორიაში პირველი სტრატეგია. ეს სტრატეგია 2020 წლამდე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
საქართველოში С ჰეპატიტით დაავადებულებს მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ჰეპატიტის ლიკვიდაციის გეგმა აქვს მომზადებული.

დღეისათვის უკვე არსებობს B ტიპის ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინები და წამლები. C ტიპის ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით გამოგონილი არ არის, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაავადების მკურნალობაში კოლოსალური პროგრესია მიღწეული.

ე.წ. პირდაპირი მოქმედების ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოჩენა 2-3 თვეში პაციენტების 90%-ის განკურნების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ბევრ ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, სამართლებრივი ნორმებისა და მედიკამენტების ფასების გამო დაავადებულთა უმეტესობას მკურნალობის საშუალება არ ეძლევა.

ყველა ახალი ამბავი
0