საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ქალბატონი ოლიმპიურ სამოსში გამოეწყვნენ

© FB/ Мака Чичуа გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მარგველაშვილმა მეუღლესთან ერთად ასე გადაწყვიტა ნაკრებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქვეყნის პირველი ქალბატონი მაკა ჩიჩუა, ოლიმპიური ნაკრების მხარდაჭერის მიზნით, სპორტსმენებისთვის შექმნილ სამოსში გამოეწყვნენ, რითიც მათდამი მხარდაჭერა გამოხატეს.

ქართველ ოლიმპიელთა ჩაცმულობას მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. ინტერნეტსივრცე გადაავსო მომხმარებლების ნეგატიურმა შეფასებებმა, რომლებიც ოლიმპიელთა კოსტიუმებს უგემოვნოდ, ძველმოდურად და არასპორტულად მიიჩნევენ.

„გამარჯვება, ქართველო ოლიმპიელებო!" — ასეთი მიმართვა დაურთო მაკა ჩიჩუამ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებს.

© photo: courtesy of Maka Chichua გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიური ნაკრების კოსტიუმებში
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიური ნაკრების კოსტიუმებში - Sputnik საქართველო
1/2
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიური ნაკრების კოსტიუმებში
© photo: courtesy of Maka Chichuaგიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიური ნაკრების კოსტიუმებში
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიური ნაკრების კოსტიუმებში - Sputnik საქართველო
2/2
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიური ნაკრების კოსტიუმებში
1/2
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიური ნაკრების კოსტიუმებში
2/2
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიური ნაკრების კოსტიუმებში

სურათები პრეზიდენტის დუშეთის სახლის ფონზეა გადაღებული.

კოსტიუმების შემქმნელი კომპანია „სამოსელი პირველი“ ირწმუნება, რომ ოლიმპიელთა ჩაცმულობაში უძველესი ეროვნული ელემენტები აქვთ გამოყენებული, თუმცა ქართული საზოგადოება ამან ვერ დაამშვიდა და პეტიციაც კი დაიწერა ოლიმპიელთა ფორმის შეცვლის მოთხოვნით.

ყველა ახალი ამბავი
0