თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ჰაერის ხარისხის კონტროლის ავტომატური სადგური დაამონტაჟა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გაზომავს დამაბინძურებელი ნივთიერებების: ნახშირჟანგის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ასევე მტვრის კონცენტრაციის დონეს.
„ბათუმში გავხსენით უახლესი ტექნოლოგიების მქონე ჰაერის მონიტორინგის სადგური, რომელიც საშუალებას მოგვცემს ონლაინ რეჟიმში მოგვეწოდოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით“, — განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ.
ბათუმში ჰაერის ხარისხის შესახებ პირველი მონაცემები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.