საქართველოში "112-ის გმირის" წოდებას ოთხი ბავშვი ატარებს

© facebook.com/miaofgeo"112-ის გმირის" წოდებას ოთხი ბავშვი ატარებს
112-ის გმირის წოდებას ოთხი ბავშვი ატარებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა ახლობლებისა და მეგობრების დახმარება და მათი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. „112-ის გმირის“ წოდებით ოთხი ბავშვი დაჯილდოვდა, რომლებმაც დახმარებისთვის  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს დროულად  მიმართეს და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

აღნიშნული ღონისძიების შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ავრცელებს.

ბავშვები - Sputnik საქართველო
2016 წლის 1 ივნისი-ბავშვთა დაცვის დღე, ღონისძიებები, დღესასწაულის არსი

ყველაზე პატარა გმირი 11 წლისაა.  დეა გელაძემ „112“-ში შეუძლოდ მყოფი ბებიის დახმარების მიზნით დარეკა. 12 წლის ლიზი ქუმსიაშვილმა, მეგობრის ორსულ დედას რომ არ ენერვიულა, შვილის ავადმყოფობის ამბავი არ შეატყობინა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად გამოიძახა. ახლობლების დასახმარებლად გარეკა „112“-ში 13 წლის გიორგი კოსტავამ და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ხოლო 15 წლის ნინო ადამაშვილმა კი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ბოლნისიდან დარეკა და ოპერატორს თავის სახლთან ხის წაქცევის საშიშროების შესახებ აცნობა.

© facebook.com/miaofgeo."112-ის გმირის" წოდებით ბავშვები დააჯილდოვეს.
112-ის გმირის  წოდებით ბავშვები დააჯილდოვეს. - Sputnik საქართველო
"112-ის გმირის" წოდებით ბავშვები დააჯილდოვეს.

შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილმა ბავშვებს „112“-ის ცენტრში უმასპინძლა და სპეციალურად მათთვის დამზადებული მედლები და სიგელები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ბავშვებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირადად შეხვდნენ ოპერატორებს, რომლებიც მათ მძიმე წუთებში დაეხმარნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ამიერიდან, ყოველი წლის 1 ივნისს, უწყება  „112-ის გმირს“ გამოავლენს.


ყველა ახალი ამბავი
0