პატრიარქი: ქართული დიასპორის წევრებს საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეთ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები სამშობლოში დაბრუნდებიან.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობას ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებისკენ მოუწოდა.

ეს განცხადება ილია მეორემ დიასპორის წარმომადგენლებისთვის მეორე ფორუმის „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ გახსნაზე გააკეთა. ფორუმი 27-28 მაისს იმართება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

„დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია… ამიტომ დიასპორის ყოველი წევრი უნდა იყოს მოქალაქე საქართველოსი. მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს, რომ გაადვილდეს ეს პროცესი მოქალაქეობის მიღებისა“, — განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ ფუნქციონირებენ ეკლესიები, რომლებიც აერთიანებენ ქართველ ხალხს, მუშაობს საკვირაო სკოლები, სადაც ბავშვები ქართულ ენასა და კულტურას სწავლობენ.

„ჩვენ გელოდებით სამშობლოში თქვენი შვილებით, ოჯახით. ჩვენი სამშობლოს კარი მუდამ ღიაა თქვენთვის. ჩამოდით და უპატრონეთ ჩვენს სამშობლოს”, — აღნიშნა მან.

ქართული დროშა - Sputnik საქართველო
უცხოეთში დიასპორისთვის „ქართული სახლები“ დაარსდება

კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველო და ქართული დიასპორის ყველა წარმომადგენელი დალოცა.

ამჟამად არსებობს ისტორიული დიასპორა — ანუ თანამემამულეები, რომლებიც თავიანთ ისტორიულ სამშობლოში (რუსეთი, ისრაელი, საბერძნეთი და ა. შ.) ცხოვრობენ, ან საქართველოდან 1990 წლამდე გაემგზავრნენ — ასეთი 1 მილიონზე მეტი ადამიანია. გარდა ამისა, არიან თანამედროვე ემიგრანტები — ისინი, ვინც სამშობლოდან 1990 წლის მერე წავიდა. მათი რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონია.

საქართველო ციფრებში: მოსახლეობის აღწერის შედეგები
საქართველო ციფრებში: მოსახლეობის აღწერის შედეგები - Sputnik საქართველო
საქართველო ციფრებში: მოსახლეობის აღწერის შედეგები

 

ყველა ახალი ამბავი
0