თბილისი, 8 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოსახლეობასა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისთან — ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა.
საქართველოში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1296 ვეტერანი ცხოვრობს. მათგან 391 პირველი ჯგუფის ინვალიდია, 273 — მეორე ჯგუფის და 90 — მესამე ჯგუფის.
„71 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფაშიზმი დამარცხდა. ამ ბოროტებაზე გამარჯვება რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ძალიან ძვირი დაუჯდათ. ჩვენ არა გვაქვს ჩვენი საერთო ისტორიის გადახედვის, მებრძოლების უკვდავი გმირობის, ზურგში მყოფთა მსხვერპლად შეწირვის დავიწყების უფლება“, — აღნიშნულია მისალოც წერილში.
რუსეთის პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ მომავალში რუსულ-ქართული ურთიერთობები გამტკიცდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობის, ურთიერთმხარდაჭერის დიდ ტრადიციებიზე დაყრდნობით, რომელიც ომის სასტიკ წლებში გამოიწრთო, შევძლებთ რუსულ-ქართული ურთიერთობების გამტკიცებას, ახალი თაობებისთვის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას. ქართველ ვეტერანებს გულწრფელად ვუსურვებ ჯნმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და სულიერ სიმტკიცეს, საქართველოს მეგობრულ ხალხს — მშვიდობასა და აყვავებას“, — ნათქვამია წერილში.