თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ბავშვების პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც იძულებული არიან, ქუჩაში იცხოვრონ და იმუშაონ, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, მიიჩნევს Sputnik-ის მკითხველთა 54,8%.
„ქუჩის ბავშვების“ პრობლემა საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ქვეყნის ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცდილობს გადაწყვეტილების მიღებას იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც იძულებული არიან, მძიმე პირობებში გადარჩენისთვის იბრძოლონ.
გარდა ამისა, კითხვაზე: შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას „ქუჩის ბავშვების“ დახმარება? გამოკითხულთა 29,8%-მა უპასუხა, რომ ეს პრობლემა მთელმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო 15,4%-ის აზრით, ეს გადაუჭრელი პრობლემაა.
ის, რომ უმეთვალყურეო ბავშვები ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ხელისუფლებას ესმის, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მხრივ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის თანახმად, ასეთ ბავშვებს სოციალური მუშაკები ოჯახებიდან გამოიყვანენ. თუმცა ეს ინიციატივა ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.