თბილისში ნორჩი გამომგონებლების ოლიმპიადა იწყება

© FB IYIPO 2016 IYIPO 2016-ის შესარჩევი ტური
IYIPO 2016-ის შესარჩევი ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნორჩი მეცნიერებისა და გამომგონებლების მე–10 საერთაშორისო ოლიმპიადაში IYIPO 2016 მონაწილეობის მისაღებად სკოლის მოსწავლეები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ნორჩი მეცნიერებისა და გამომგონებლების საერთაშორისო ოლიმპიადა IYIPO 2016 (International Young Inventors Project Olympiad) თბილისში 21–23 აპრილს გაიმართება, აცნობეს Sputnik–ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ვაქცინა  A/H1N1 - Sputnik საქართველო
საქართველოში ოლიმპიადაზე მსოფლიოს ქიმიკოსები ჩამოვლენ

თბილისში დაახლოებით 30 ქვეყნის 300-ზე მეტი გამომგონებელი მოიყრის თავს. ოლიმპიადა 15:00 საათზე დაიწყება Tbilisi Mall-ის საგამოფენო დარბაზში.

„სამი დღის განმავლობაში თბილისი ინოვაციების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად იქცევა… საკუთარი ნამუშევრების გარდა თითოეული გუნდი სპეციალურ სტენდებზე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ჟიური, რომელშიც მეცნიერები შედიან, დეტალურად გაეცნობა ნორჩი მონაწილეების გამოგონებებს და 23 აპრილს საუკეთესოებს გამოავლენს. გამარჯვებულებს მედლები და პრიზები გადაეცემათ.

ოლიმპიადის მიზანია, დაეხმაროს მსოფლიოს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომ მათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინონ საკუთარი გამოგონებები.

წელს ოლიმპიადაში აშშ–ის, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების სკოლების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

„ოლიმპიადა, ერთი მხრივ, ეხმარება ახალგაზრდებს მეცნიერული უნარების განვითარებაში, მეორე მხრივ კი ნორჩ მეცნიერებს შორის კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს“, — ხაზგასმულია ორგანიზატორთა განცხადებაში.

საერთაშორისო ოლიმპიადა ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII–X კლასის მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს.

ოლიმპიადა მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები, მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი, ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი „საქპატენტი“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0