იმნაძე: სომხეთში გრიპის გავრცელება ლუგარის ლაბორატორიას არ უკავშირდება

გამოწერა
პაატა იმნაძემ ინფორმაციას - სომხეთში გრიპის გავრცელება საქართველოში არსებულ რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უკავშირდება, სიცრუე უწოდა.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციისა და H1N1-ის გავრცელება სომხეთში რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის საქართველოში არსებობასთან არის დაკავშირებული, სინამდვილეს არ შეესაბამება, მიიჩნევს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციისა და H1N1-ის გააქტიურებას სომხეთში ზოგიერთი სომეხი ექსპერტი მეზობელ საქართველოში ამერიკელი მეცნიერის ლუგარის სახელობის ლაბორატორიას უკავშირებს. მათი ეჭვი ადრე გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადგილას ბიოლოგიური იარაღი იქმნება და ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება.

ვირუსი - Sputnik საქართველო
საქართველოში H1N1 ვირუსით ადამიანი გარდაიცვალა

„ეს აბსოლუტური სისულელეა. ეს ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურების აბსოლუტური უვიცობა და სიცრუეა. მსგავს არაპროფესიულ სტატიებს მუდმივად წერენ, მათ შორის არასერიოზულ ქართულ ვებგვერდებზეც“, — განაცხადა იმნაძემ საინფორმაციო სააგენტო „ახალი ამბები — საქარველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, გრიპის გავრცელება სომხეთში ბევრად უფრო ადრე და ინტენსიურად დაიწყო, ვიდრე საქართველოში.


ყველა ახალი ამბავი
0