ლუნდგრენი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიდოლფ ლუნდგრენი
დოლფ ლუნდგრენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპის არჩევასთან დაკავშირებით ამერიკაში ვითარების გაუარესების შემთხვევაში ამერიკელი მსახიობი დოლფ ლუნდგრენი რუსეთის მოქალაქეობას მოითხოვს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. შვედური წარმოშობის ჰოლივუდის მსახიობმა დოლფ ლუნდგრენმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთში გადასვლაზე იფიქრებს, თუ ამერიკაში საქმე ცუდად წავა“.

უფრო ადრე ჰოლივუდის მეორე მსახიობმა, 1980-1990-იანი წლების ბოევიკების ვარსკვლავმა სტივენ სიგალმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.

ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტებს ამზადებს - Sputnik საქართველო
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტებს ამზადებს

ლუნდგრენმა აღნიშნა, რომ „იმედგაცრუებულია“ აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობით, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ის „უმწიფარ პოლიტიკოსად“ მიიჩნევს მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი მობილიზებული და მშვიდია.

დოლფ ლუნდგრენი — ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატია. მაყურებელი მას იცნობს როლებით ბოევიკებიდან „როკი“, „საქმის გარჩევა პატარა ტოკიოში“, „უნივერსალური ჯარისკაცი“, „შეუჩერებელნი“ და სხვა.

ინტერვიუს სრული ტექსტი იხილეთ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ვებ-გვერდზე >>

ყველა ახალი ამბავი
0