მოსკოვის აეროპორტებში 75 რეისი გააუქმეს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიAirbus A319
Airbus A319 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის აეროპორტებში გააუქმეს 75 და შეაყოვნეს 17 რეისი.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვის სამ აეროპორტში — „დომოდედოვო“, „შერემეტიევო“ და „ვნუკოვო“ 70-ზე მეტი რეისი გააუქმეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ პორტალზე Яндекс.Расписание დაყრდნობით. 

თვითმფრინავი აეროპორტში - Sputnik საქართველო
მოსკოვის აეროპორტებში ავიარეისები დაყოვნებული ან გაუქმებულია

მოსკოვის დროით 7:30 საათზე (თბილისის დროით 8:30) „დომოდედოვოს“ აეროპორტში გააუქმეს ექვსი და შეაყოვნეს 12 რეისი, „შერემეტიევოში“ — გააუქმეს 68 და შეაყოვნეს — 5 რეისი. „ვნუკოვოში“ გააუქმეს ერთი რეისი.

გაუქმებისა და დაყოვნების მიზეზები მითითებული არ არის.

„აეროფლოტმა“ უფრო ადრე განაცხადა, რომ არასასურველი მეტეოპირობების პროგნოზის გამო „შერემეტიევოს“ აეროპორტში გააუქმებენ 7 დეკემბერს დაგეგმილ 45 რეისს, 8 დეკემბერს — 57 რეისს, ასევე 9 დეკემბერს — 26 რეისს. 

ყველა ახალი ამბავი
0