YouTube-მა, შესაძლოა, რუსეთი დატოვოს

© Flickr / Rego Korosi / YouTube logoYouTube
YouTube - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 25 ნოემბერს შესულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, ვიდეოჰოსტინგი YouTube აიძულოს, ქვეყანა დატოვოს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მედიაკომუნიკაციების კავშირის სამართლებრივი კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ონლაინ–კინოთეატრების შესახებ კანონპროექტის მიღებამ, შესაძლოა, ვიდეოჰოსტინგ YouTube-ს რუსეთიდან წასვლა აიძულოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით.

Google - Sputnik საქართველო
YouTube-ს მფლობელი კომპანია უძვირესია მსოფლიოში

გაზეთის მონაცემებით, ამჟამად რუსი მომხმარებლის ტრაფიკის საერთო რაოდენობიდან 30% YouTube-ზე მოდის.

მედიაკომუნიკაციების კავშირის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვიდეოსერვისების რეგულაციის შესახებ სახელმწიფო სათათბიროში 25 ნოემბერს შევიდა. დოკუმენტი უცხოელებს უკრძალავს ისეთი პროფესიონალური კონტენტის მქონე აუდიოვიზუალური სერვისების ფლობას, რომლის ყოველდღიური აუდიტორია თვეში 100 ათას მომხმარებელს აჭარბებს. 

მედიაკომუნიკაციების კავშირის სამართლებრივ კომიტეტში უფრო ადრე განაცხადეს, რომ YouTube-ზე ახალი წესები არ გავრცელდება, რამდენადაც იქ მთელი კონტენტი სამომხმარებლოა და არა პროფესიონალური.

„YouTube, სადაც მომხმარებლები ათავსებენ, მათ შორის, საკუთარი წარმოების კონტენტს, ხვდება ცნებაში „აუდიოვიზუალური სერვისის ორგანიზატორი“… კანონპროექტის მიღებამ, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიიდან YouTube-ის წასვლა გამოიწვიოს“, — ნათქვამია მედიაკომუნიკაციების კავშირის სამართლებრივი კომიტეტის ახალ დასკვნაში.

გაზეთის ანონიმური წყაროს განმარტებით, YouTube-ზე განათავსებენ როგორც პროფესიონალურ, ისე სამომხმარებლო კონტენტს და ერთის მეორისგან გარჩევის მეთოდიკა არ არსებობს.

გამოცემასთან საუბარში წყარომ დასძინა, რომ ამჟამად YouTube-ის მფლობელს — ამერიკულ კომპანია Google-ს რუსეთში ქეშირების სერვერები აქვს და იმისთვის, რომ მედიაკომუნიკაციების კავშირის სამართლებრივი კომიტეტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, YouTube-ს „საზღვარგარეთ გასვლა მოუწევს, რაც კავშირგაბმულობის ყველა ოპერატორის სავალუტო ხარჯებსაც მკვეთრად გაზრდის და მომსახურების ხარისხსაც გააუარესებს“.

რესურსი YouTube 2005 წელს შეიქმნა და ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგი გახდა, ხოლო ნახვების მხრივ მსოფლიოში მეორე ვებ-გვერდია. რუსეთის მოქალაქეები მისი საერთო აუდიტორიის ორ პროცენტს შეადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0