პოდმოსკოვიეში ტაქსისტი მგზავრებს საძილე წამლით გაჟღენთილი მანდარინით უმასპინძლდებოდა

CC BY 2.0 / Kevin Gong / Mandarinმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაქსისტი, რომელიც ეჭვმიტანილია მგზავრების ძარცვაში, კლიენტებს მანდარინით და ალკოჰოლით უმასპინძლდებოდა, რომლებშიც საძილე საშუალებები იყო შეყვანილი, შემდეგ კი ისინი სასაფლაოზე მიჰყავდა.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. პოდმოსკოვიეში დაკავებულია ტაქსისტი, რომელიც მგზავრების ძარცვაშია ეჭვმიტანილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამართალდამცველებმა გამოარკვიეს, რომ კერძო ტაქსის მფლობელი, 51 წლის როსტოველი მამაკაცი კლიენტებს სასმელს სთავაზობდა ან მანდარინით უმასპინძლდებოდა, რომლებშიც წინასწარ საძილე საშულებები ჰქონდა შეყვანილი. მას შემდეგ, რაც მსხვერპლი იძინებდა, ეჭვმიტანილს ის დასახლება ობუხოვოში, სასაფლაოზე მიჰყავდა, თანხას და ძვირფასეულობას ართმევდა და იქ ტოვებდა.

რუსეთის შსს აღნიშნავს, რომ დამტკიცებულია დაკავებულის მონაწილეობა რვა დანაშაულში. ამ დროისთვის საერთო მატერიალური ზარალი 700 ათას რუბლზე მეტია. ეჭვმიტანილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ოქროს საიუველირო სამკაულები, 19 მობილური ტელეფონი, უბის წიგნაკები, სიმ-ბარათები, ოთხი პლანშეტი, ორი ნეთბუქი და ოთხი წაულას ქურქი. გამოძიების დროს გაირკვა, რომ ტაქსისტის ორი მსხვერპლი დაიღუპა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ყაჩაღობა“.

ბოროტმოქმედი დაკავებულია. გამოძიება ამჟამად მისი საქმიანობის დამატებით ეპიზოდებს იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0