მოსკოვში აფეთქების საშიშროების გამო სასტუმროს ევაკუაცია მოხდა

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენობის შემოწმების დროს სასტუმროს ბინადრები უახლოეს სასტუმროში გადაიყვანეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა ხუთშაბათს, ღამით მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სასტუმროდან, მას შემდეგ, რაც ანონიმური შეტყობინება შემოვიდა აფეთქების საშიშროების შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის დედაქალაქის საგანგებო სამსახურებში მყოფ წყაროზე დაყრდნობით. 

„აფეთქების შესახებ სატელეფონო შეტყობინების შემდეგ სასტუმრო „ვოსხოდიდან“ 400 ადამიანის ევაკუაცია მოხდა“, — თქვა სააგენტოს წყარომ. 

მისი თქმით, სასტუმროს შემოწმების პერიოდში სტუმრები უახლოეს სასტუმროში გადაიყვანეს. 

„შენობის კვლევა დასრულდა, აფეთქების საშიშროება არ დადასტურდა“, — დასძინა მან. 

ყველა ახალი ამბავი
0