რუსი იუმორისტი მაქსიმ გალკინი ქართულად ალაპარაკდა

გამოწერა
„ეი, რა გგონიათ, გოიმი ვარ? მოსკოვში ვცხოვრობ და ქართული არ ვიცი?!“, - ქართულად „უსაყვედურა“ მაქსიმ გალკინმა თანამგზავრს, რომლის დახმარებაც მომღერალ ვალერი მელაძესთან ერთად გადაწყვიტა გადაცემა „მაქსიმმაქსიმის“ გადაღებისას.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, პაროდისტი და იუმორისტი მაქსიმ გალკინი თავის გასართობ ტელეშოუ „მაქსიმმაქსიმში“ რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე ქართულად ალაპარაკდა.

მისი პროგრამის ერთ-ერთი ტრადიციული ბლოკის „კარაოკე ავტომობილში“ სტუმარი ვალერი მელაძე გახდა. ავტომობილში ვალერი მელაძე გალკინთან ერთად თავის თუ სხვის სიმღერებს მღეროდა, როდესაც გზაზე სამი მამაკაცი დაინახეს. ისინი მანქანის შეკეთებას ცდილობდნენ.

„შენს თანამემამულეებს ჰგვანან“, — უთხრა გალკინმა მომღერალს.

ვალერი მელაძემ მამაკაცებს ქართულად მიმართა და ისინი მართლაც ქართველები აღმოჩნდნენ. მელაძემ მათ ავტოსერვისამდე მიყვანა შესთავაზა და მათთან ქართულად საუბარი განაგრძო. გალკინი თავდაპირველად მათ ჩუმად უსმენდა, შემდეგ სთხოვა, რუსულად ელაპარაკათ, რაზეც ერთ-ერთმა მგზავრმა უპასუხა: „ქართული უნდა იცოდე!“

აქ კი გალკინი ქართულად ალაპარაკდა: „ეი, რა გგონიათ, გოიმი ვარ?“ მოსკოვში ვცხოვრობ და ქართული არ ვიცი?!“

მელაძის თანამგზავრებს ძალიან გაუკვირდათ, გალკინი რომ ქართულად ალაპარაკდა, ამის შემდეგ იმღერეს ცნობილი „თბილისო“ ქართულ და რუსულ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0