მოსკოვში წმინდა დანილის მონასტერში ბომბს ეძებენ

© photo: Sputnik / Юрий Сомов / გადასვლა მედიაბანკშიწმინდა დანილის მონასტერი
წმინდა დანილის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპერატიული სამსახურების თანამშრომლები ამოწმებენ არა მხოლოდ ტაძარს, არამედ იკვლევენ მიმდებარე ტერიტორიასაც. მონასტრის ევაკუაცია არ მიმდინარეობს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ძალოვანებმა მოსკოვში დანილის მონასტრის ტერიტორიის შემოწმება მას შემდეგ დაიწყეს, რაც იქ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

„შემოვიდა ანონიმური ზარი აფეთქების მუქარით, მიმდინარეობს შემოწმება“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მისი თქმით, მონასტრის ევაკუაცია არ მიმდინარეობს.

ოპერატიული სამსახურების თანამშრომლები ამოწმებენ მონასტრისა და მის მიმდებარე ტერიტორიას.

ყველა ახალი ამბავი
0