რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში არჩევნების შედეგები დამტკიცებულია

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისახელმწიფო დუმა
სახელმწიფო დუმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში წარმოდგენილი იქნებიან „ედინაია როსიას“, „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის“ , „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“, „სპრავედლივაია როსიას“, ასევე „როდინისა“ და „გრაჟდანსკაია პლატფორმას“ წარმომადგენლები.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ცესკოს წევრებმა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს.

„ოქმს ფედერალური ოლქის არჩევნების შედეგების შესახებ ხელი მოეწერა 01.24 საათზე“, — განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მდივანმა მაია გრიშინამ.

ცესკოს წევრმა ევგენი კოლიუშინმა ხელი მოაწერა ოქმს, მაგრამ განსაკუთრებული მოსაზრება გამოთქვა და ითხოვა, ეს მოსაზრება ოქმისთვის თან დაერთოთ. მისი თქმით, ოქმში დაფიქსირებული მონაცემები მიღებულია, მათ შორის, „თავისუფალი არჩევნებისა და თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპების დარღვევის ხარჯზე“.

სხდომა სახელმწიფო სათათბიროში - Sputnik საქართველო
პოლიტოლოგები: რას უნდა ელოდონ მეზობლები რუსეთის ახალი სათათბიროსგან

კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგად მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში ექვსი პარტია შევიდა: „ედინაია როსია“, „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, „სპრავედლივაია როსია“, „როდინა“ და „გრაჟდანსკაია პლატფორმა“, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბულაევმა. 

„ედინაია როსია“ იღებს 343 მანდატს, კომუნისტური პარტია — 42-ს, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია — 39-ს, „სპრავედლივაია როსია“ – 23-ს, „როდინა“ – 1-ს, „გრაჟდანსაკაია პლატფორმა“ — 1- მანდატს. ერთ მანდატს იღებს დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი“, — განაცხადა ბულაევმა პარასკევს, კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამეს.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა არჩევნები 2016 წლის 18 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0